ინდივიდუალური დიზაინის შექმნა
თუ გინდა სრულიად უნიკალური და მხოლოდ შენთვის შექმნილი დეკორი, დეკორიოში შეგვიძლია ნულიდან შევქმნათ ინდივიდუალური დიზაინი. ეს სერვისი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს განსაკუთრებული ვიზუალი — ისეთი, რომელიც ზუსტად მის გემოვნებას, იდეას და სივრცის ხასიათს ასახავს.
შეგიძლია მოგვაწოდო შთაგონება, ფერები, ტექსტები, სტილი ან უბრალოდ იდეა, ხოლო ჩვენ ამ ყველაფერს ერთ სრულ კონცეფციად ვაქცევთ. დიზაინი შეიძლება იყოს თანამედროვე, მინიმალისტური, cinematic, abstract, typography-based ან სრულიად განსხვავებული მიმართულების — ყველაფერი დამოკიდებულია შენს სურვილზე.
დიზაინის შექმნის პროცესში ყურადღებას ვაქცევთ არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეს, არამედ იმასაც, როგორ იმუშავებს ეს ნამუშევარი რეალურ სივრცეში. საბოლოოდ იღებ დეკორს, რომელიც არა უბრალოდ კედლის გაფორმებაა, არამედ სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილი და ინდივიდუალური ხასიათის გამოხატულება.
