ინტერიერზე მორგებული დიზაინი
ხშირად ყველაზე რთული არა პრინტის დაბეჭდვა, არამედ სწორი დიზაინის შერჩევაა. სწორედ ამიტომ, დეკორიო გთავაზობს ინტერიერზე მორგებული კონსულტაციის სერვისს. თუ არ იცი რა ფერები, ზომა ან სტილი მოუხდება შენს სივრცეს, შეგიძლია გამოგვიგზავნო ოთახის ფოტოები და ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო ვიზუალური გადაწყვეტის შერჩევაში.
ვაფასებთ ინტერიერის სტილს, განათებას, კედლის ზომას, ავეჯის ფერებსა და მთლიან ატმოსფეროს, რათა შევარჩიოთ ისეთი დიზაინი, რომელიც სივრცეს ჰარმონიულად შეავსებს. საჭიროების შემთხვევაში მოგამზადებთ რამდენიმე ვარიანტსაც, რათა უკეთ დაინახო საბოლოო შედეგი.
ეს სერვისი განსაკუთრებით სასარგებლოა ახალი სახლის, ოფისის, სტუდიის ან კომერციული სივრცის მოწყობისას, როცა მნიშვნელოვანია დეკორი არა უბრალოდ ლამაზი იყოს, არამედ სრულად ერწყმოდეს გარემოს და ქმნიდეს სწორ განწყობას.
